Saturday, June 29, 2013

პროექტის სახელწოდება :  რა ვიცით მშობლიური ქალაქის შესახებ ?  ( გორის ძველი და ახალი უბნები )
პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) : მოსწავლეები ეძებენ ისტორიულ ცნობებს და ფოტოებს  იმ უბნების შესახებ, სადაც ცხოვრობენ.
პროექტის აქტუალობა :     მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას მშობლიური ქალაქის შესახებ. კვლევებით მოპოვებულ მასალას გამოიყენებენ  პრეზენტაციისთვის ,   ი.ს.ტ.- ის დახმარებით.
პროექტის მიზნები : 
  • მოსწავლეებში გაღრმავდეს მშობლიური ქალაქის სიყვარული და პატივისცემა.
  • მოსწავლეებმა შეძლონ მოპოვებული ინფორმაციის  კლასიპიკაცია და ანალიზი.
  • შეძლონ შემოქმედებითი იდეების გამოვლენა
  • ციფრული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის ინსტუმენტების შესაბამისი გამოყენება ინფორმაციის  მოძიებისა და პრეზენტაციის დროს.
  • პროექტში ჩართული მოსწავლეების ურთიერთ თანამშრომლობა დასახული მიზნის მისაღწევად.
მონაწილეთა ასაკი :   12 – 13 წელი.
ვადები / ხანგრძლივობა : - 3 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას :  პროექტის განხორციელებისათვის მოსწავლეები სკოლაში მოაწყობენ ძველი და ახალი გორის ფოტოგამოფენას, მოძიებული მასალებით გააკეთებენ პრეზენტაციას სკოლისთვის,შექმნიან კედლის გაზეთს. განთავსდება ინტერნეტში.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : ადამიანური რესურსები: გიდი მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან   ტექნოლოგ.რესურსები: ფოტო-  აპარატი , ვიდეოკამერა, ფორმატის ქაღალდი, ფლომასტერები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები) :  
პროექტის თემის შერჩევა.

  • კლასის დაყოფა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
  • მოსწავლეთა ერთ ჯგუფს დაევალება მე- 19 საუკუნის გორის უბნების სურათების მოძიება ინტერნეტში მეორე ჯგუფს ახალი გორის სუათების გადაღება.მთლიანი ჯგუფი მოისმენს გორის მხარეთმცოდნეობის  მუზეუმის ექსკურსიამძღოლისგან ლექციას, რომელსაც ერთი მოსწავლე დააფიქსირებს ვიდეოკამერით.
  • სკოლის ფოიეში მოეწყობა ფოტოგალერეა მე-19 და მე- 20  საუკუნის გორის ხედებით. შეიძლება დამზადდეს სლაიდშოუ.  შექმნიან კედლის გაზეთს.
  • მოსწავლეები მოაწყობენ პროექტის სასკოლო პრეზენტაციას,  სადაც ჩართული იქნება ქართველ მწერალთა შემოქმედება გორის შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ) : ნინო ნადირაშვილი. გორის # 3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.